ჰაერი • Air

  • პოსტერზე გამოსახული მუზა მოუწოდებს ერს, რომ ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და გვაწვდის აირწინაღს, რადგან სხვანაირად უკვე შეუძლებელია სუნთქვა. თოკზე ჩამოკიდულ ნიღბებში კი შეგიძლიათ შეამჩნიოთ დატანჯული სახეები, 
    რომლებიც ასევე შეწუხდნენ გამონაბოლქვით. 
  • პოსტერზე გამოსახულია არლეკინო, შეწუხებული სახით, წუხილის მიზეზი შეგიძლიათ ამოიკითხოთ აირწინაღის მინაში - გადატვირთული საგზაო მოძრაობა, ტრანსპორტის დიდი რაოდენობა და მომწამვლელი გამონაბოლქვი! პერსონაჟის სხეულში ჩახატულია თავის ქალა, რაც სიმბოლურად მიანიშნებს იმაზე, რომ დაბინძურებული ჰაერი იწვევს ფილტვის კიბოს.